Friday, September 4, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი კურსი ეხებოდა პროექტებით სწავლებას ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით .შევისწავლეთ პროექტის მიზნების განსაზღვრა შემდეგი დოკუმენტების დახმარებით,
  .
 1.21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები
 2. ე.ს.გ-დან დადგენილი (შესაბამისი) სტანდარტის ინდიკატორები.
 3. სტანდარტებისა და მიზნების რუკა(
 4.განახლებული ბლუმს ტაქსონომია (ზმნების კლასიფიკაცია ) 
 პროექტის წარმატბით განხორციელებისათვის აუცილებელია მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
 5. ამისათვის შევდივართ მოდული:2 - ის აქტივობა:2 - ში. ვკითხულობ საკითხავ მასალას და ვიგებ რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებს. ჩვენ რომ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები უნდა გამოვიყენეოთ შემდეგი დოკუმენტები:
1.მიმართულების მიმცემი საკვენძო სიტყვები (პრეზენტაციაა და არ ვიწერთ, რადგან დიდი მასალაა და არ არის სასურველი მისი გადმოწერა).
2.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა (გადმოვიწერე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
3.Viewer-ის რესურსებში მოვძებნით სათაურს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ყველა თემისთვის (Excel-ის დოკუმენტია და ამასაც გამოვიყენებთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოსაყალიბებლად).
  ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევავსე "მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები"-ს ჩათვლით ყველაფერი.
  ტრენინგის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო თეორიულად. ძალიან საინტერესო თეორიული ცოდნა და უნარების შეძენა შევძელი დღეს ( რაც ზემოთ აღვწერე მოკლედ) . ტრენინგი ყველა დღე გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით და დადებით ზეგავლენას ახდენს ტრენინგის ყველა მონაწილეზე.მოლოდინები მართლდება

No comments:

Post a Comment