Monday, September 21, 2015

ინტელის პროექტი

ოკეანეებისა და ტბების ფრინველები


კურსის რეფლექსია


ინტელის სასწავლო კურსიპროექტებით სწავლებარეფლექსია


ტრენერიბ–ნი ავთანდილ ცნობილაძე 2015 წლის 31 აგვისტო  –21 სექტემბერი

თანამედროვე განათლების სისტემა და სწავლების პროცესი წარმოუდგენელის ინფორმაციულ –საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, ამიტომ პედაგოგებს გვჭირდება გავიგოთ სიახლეები და რაც მთავარია გავიუმჯობესოთ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ ჩვევები სასწავლო პროცეში რათა უკეთესად დავგეგმოთ  რესურსებისა და აქტივობების თანხვედრა,გავაწონასწოროთ ინტერნეტ თუ სხვა რესურსების მართებული გამოყენება სასწავლო პროცესში.
ამ მიზნით მე, თამარ ანთიამ,ოფშკვითის საჯარო სკოლის პედაგოგმა გავიარე ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი –პროექტებით სწავლება.
პროექტები საშუალებას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს,მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის კურსი შედგება რვა მოდულისაგან.პირველივე ტრენინგზე გავეცანით ინტელის კურსის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს.
.შევქმენით საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს,პორტფოლიოს რუბრიკას, პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს.
განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომები.
პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
რეფლექსია სწავლაზე.
ტრენინგის ყოველ მეცადინეობებზე განვიხილავდით ვგეგმავდით და შევისწავლიდით   საკითხებს მოდულების მიხედვით:
 დავგეგმეთ საკუთარი პროექტი და შევიმუშავეთ სტანდარტები ამ პროექტისათვის,შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,მოვიკვლიეთ შეფასების ეფექტური სტრატეგიები.შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი.შევადგინეთ შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროების გამოვლენისათვის.გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და ინტერნრესურსების გამოყენებას კვლევის,კომუნიკაციის,თანაშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21 –ე საუკუნის სააზროვნო უნარ –ჩვევების განვითარება – გამოყენებას. ასევე შევისწავლეთ ონლაინ თანამშრომლობა პროექტის იდეების გაზიარებისათვის, შევარჩიეთ სტრატეგიები პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მათი ადაპტირების ხელშესაწყობად.
სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით შევქმენით ბლოგი.
შევადგინე სწავლების შეფასების მონახაზი.გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასებას,მოსწავლეთა პროექტების შეფასებას.განმავითარებელ–განმსაზღვრელ შეფასებას,უკუკავშირის მიღებას მოსწავლის ნიმუშზე.შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებულ პოტენციურ სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებს. ჩემს მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზს შეფასება/თვითშეფასებას.შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენას.შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენას მოსწავლეებისათვის. მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვას და ცვლილებების შეტანას.პროექტის გეგმის განახლებას.
დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები და მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე.შევქმენით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის შეფასების ფორმები.
შევქმენით დამხმარე რესურსები მოსწავლეთათვის.შევცვალეთ პროექტის გეგმა მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით.
შევისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის უნარების ხელშესაწყობად.საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების მიხედვით.განხორციელების სტრატეგიების განხილვა.დოკუმენტის შექმნა მენეჯმენტისათვის.
 ტრენინგის ბოლოს მოვაწყვეთ პორტფოლიოს ჩვენება.წარვადგინეთ ჩვენი ნამუშევარი საპრეზენტაციოდ.მივიღეთ უკუკავშირი პროექტის პორტფოლიოზე.დავწერეთ რეფლექსიები ჩვენს ძირითად ბლოგზე.
ამრიგად,ინტელის სასწავლო კურსი –პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩემთვის.კურსის მანძილზე შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო დრო, როგორ გამოვიყენო პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის და დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და 21 საუკუნის უნარ ჩვევების განვითარებაში.
















No comments:

Post a Comment