Monday, September 21, 2015

ინტელის პროექტი

ოკეანეებისა და ტბების ფრინველები


კურსის რეფლექსია


ინტელის სასწავლო კურსიპროექტებით სწავლებარეფლექსია


ტრენერიბ–ნი ავთანდილ ცნობილაძე 2015 წლის 31 აგვისტო  –21 სექტემბერი

თანამედროვე განათლების სისტემა და სწავლების პროცესი წარმოუდგენელის ინფორმაციულ –საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, ამიტომ პედაგოგებს გვჭირდება გავიგოთ სიახლეები და რაც მთავარია გავიუმჯობესოთ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ ჩვევები სასწავლო პროცეში რათა უკეთესად დავგეგმოთ  რესურსებისა და აქტივობების თანხვედრა,გავაწონასწოროთ ინტერნეტ თუ სხვა რესურსების მართებული გამოყენება სასწავლო პროცესში.
ამ მიზნით მე, თამარ ანთიამ,ოფშკვითის საჯარო სკოლის პედაგოგმა გავიარე ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი –პროექტებით სწავლება.
პროექტები საშუალებას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს,მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის კურსი შედგება რვა მოდულისაგან.პირველივე ტრენინგზე გავეცანით ინტელის კურსის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს.
.შევქმენით საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს,პორტფოლიოს რუბრიკას, პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს.
განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომები.
პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
რეფლექსია სწავლაზე.
ტრენინგის ყოველ მეცადინეობებზე განვიხილავდით ვგეგმავდით და შევისწავლიდით   საკითხებს მოდულების მიხედვით:
 დავგეგმეთ საკუთარი პროექტი და შევიმუშავეთ სტანდარტები ამ პროექტისათვის,შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,მოვიკვლიეთ შეფასების ეფექტური სტრატეგიები.შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი.შევადგინეთ შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროების გამოვლენისათვის.გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და ინტერნრესურსების გამოყენებას კვლევის,კომუნიკაციის,თანაშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21 –ე საუკუნის სააზროვნო უნარ –ჩვევების განვითარება – გამოყენებას. ასევე შევისწავლეთ ონლაინ თანამშრომლობა პროექტის იდეების გაზიარებისათვის, შევარჩიეთ სტრატეგიები პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მათი ადაპტირების ხელშესაწყობად.
სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით შევქმენით ბლოგი.
შევადგინე სწავლების შეფასების მონახაზი.გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასებას,მოსწავლეთა პროექტების შეფასებას.განმავითარებელ–განმსაზღვრელ შეფასებას,უკუკავშირის მიღებას მოსწავლის ნიმუშზე.შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებულ პოტენციურ სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებს. ჩემს მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზს შეფასება/თვითშეფასებას.შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენას.შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენას მოსწავლეებისათვის. მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვას და ცვლილებების შეტანას.პროექტის გეგმის განახლებას.
დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები და მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე.შევქმენით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის შეფასების ფორმები.
შევქმენით დამხმარე რესურსები მოსწავლეთათვის.შევცვალეთ პროექტის გეგმა მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით.
შევისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის უნარების ხელშესაწყობად.საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების მიხედვით.განხორციელების სტრატეგიების განხილვა.დოკუმენტის შექმნა მენეჯმენტისათვის.
 ტრენინგის ბოლოს მოვაწყვეთ პორტფოლიოს ჩვენება.წარვადგინეთ ჩვენი ნამუშევარი საპრეზენტაციოდ.მივიღეთ უკუკავშირი პროექტის პორტფოლიოზე.დავწერეთ რეფლექსიები ჩვენს ძირითად ბლოგზე.
ამრიგად,ინტელის სასწავლო კურსი –პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩემთვის.კურსის მანძილზე შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო დრო, როგორ გამოვიყენო პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის და დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და 21 საუკუნის უნარ ჩვევების განვითარებაში.
















Saturday, September 19, 2015

მერვე დღის რეფლექსია

როგორც ტრენინგის ყოველი დღე,  დღევანდელი დღეც ძალიან საინტერსო და მრავლისმომცემია.დღეს შევისწავლეთ დაგეგმავა მოსწავლეთა წარმატებისათვის.როგორ შევუწყოთ ხელი ხელი ჩვენს მოსწავლეებს რომ ისინიბად თვითრეგულირებად მსწავლებლებად იქცნენ.როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები.შევქმენით მოსწავლეთა დამხმარე ნიმუშები.შევისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის უნარების ხელშესაწყობად,დამხმარე მასალების შექმნა,პროექტის გეგმის განახლება,დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისათვის,საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით.

Monday, September 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერსო და სახალისო მეაცადინეობა გვქონდა.ვაგრძელებთ ბლოგზე მუშაობას, რისი ცოდნაც ასე ძალიან გვჭირდება პედაგოგებს.დღეს შევისწავლეთ ფაილის გამოქვეყნება ბლოგზე და ლინკის მიბმა.გამოვაქვეყნეთ ჩვენი პრეზენტაციები ბლოგზე და მივაბით ლინკი.ასევე ვისწავლეთ yoube– დან ვიდეოს ლინკის დამატება.დავამატეთ ვიდეო,შევისწავლეთ ბლოგზე ჩაშენება.ჩავაშენეთ პრეზენტაცია და ვიდეო ჩვენს ბლოგზე.შევისწავლეთ ასევე ვიდეოს ჩასმა ფაილში.და  ფაილში სურათების ჩასმა.შესწავლილი მასალას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში რათა ჩემი გაკვეთილები უფრო მეტად საინტერესო იყოს მოსწავლეთათვის.

ჩემი პრეზენტაციები

Friday, September 11, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე.დავამატეთ გვერდები ჩვენს ბლოგს.ვისწავლეთ  ლინკისა და ბანერის დადება ბლოგზე.ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა,ზომისა და სივრცის არჩევა ბლოგისთვის.ასევე ვისწავლეთ ფაილის ატვირთვა google drive –ში და ამ ფაილის ბლოგზე დადება.ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ.მადლობა ტრენერს

Wednesday, September 9, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მოუთმენლად ველოდი ტრენინგის დრევანდელ დღეს, რადგან ყოველ ტრენინგზე ვსწავლობთ აუცილებელ და საჭირო აქტივობებს, რაც გამოგვადგება ჩვენი სასწავლო პროცესის სწორად მართვაში.დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს და მასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებღივ ნორმებს.ასევე გავეცანით  web2 ტექნოლოგიებს რასაც წარმატებით გამოიყენებენ თანამედროვე ცხოვრებაში.გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის.,ინფორმაციის შეგროვებას,კვლევის ფორმების შექმნას და გაზიარებას,google drive– ში მუშაობას.ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გადავუგზავნეთ კვლევის ფორმები.ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.