Wednesday, July 6, 2011

პროექტის სახელწოდება–მე მიყვარს საფრანგეთი

1.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდებიან ფრანგული ენით, საფრანგეთის სოციალურ–კულტურული  განვითარებით, ისტორიით, ლიტერატურით, მუსიკით, სოფლის მრეწველობითა და ინდუსტრიით. გაიგებენ ფრანგულ–ქართული ურთიერთობების შესახებ საუკუნეთა მანძილზე.
2.პროექტის აქტუალობა და მნიშვნელობა: საქართველოს მჭიდრო კავშირები აქვს საზღვარგარეთის ქვეყნებთან,  მათ შორის საფრანგეთთან.  2008 წლის აგვისტოს ომში მშვიდობის ელჩის მისია საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ითავა. ისტორიულად ცნობილია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრები ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდნენ. მათ იქ სოფელი ლევილი შეიძინეს, ქართული დასახლება შექმნეს. ახლახან საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალით  ლევილი საქართველოს საკუთრება გახდა.ისევე როგორც ფრანგულ–ქართული ურთიერთობები, საფრანგეთის როლი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. საფრანგეთი ტურიზმის თვალსაზრისით  უაღრესად საინტერესოა. ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ და ცოდნის თვალსაწიერსაც გაიფართოვებენ.                     
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეები ღრმად გაეცნობიან საფრანგეთს. მოიძიებენ მასალებს ფრანგული კულტურის, ისტორიის,მუსიკის, ლიტერატურის შესახებ. დაინტერესდებიან საფრანგეთის ინდუსტრიული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, ტურიზმით. გაგებენ თუ რა როლი აქვს საფრანგეთს მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. მოიძიებენ და გამოიკვლევენ ქართულ–ფრანგული ურთიერთობების შესახებ ისტორიის მანძილზე და ამჟამად.
5.მონაწილეთა ასაკი და რაოდენობა: 16–17 წელი. 30 მოსწავლე. მე11. კლასი.
6.პროექტის ვადა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბანერები და ლოზუნგები საფრანგეთის ტურიზმისათვის საინტერესო ადგილების შესახებ. სურათები და ვიდეომასალა საფრანგეთის ინდუსტრიული ქალაქებისა და სასოფლო–სამეურნეო მრეწველობის შესახებ. ფოტომასალა და ტექსტები ქართულ– ფრანგული ურთიერთობების ისტორიიდან.სურათები, ვიდეომასალები,ტექსტები საფრანგეთის სხვადასხვა სფეროსა და კულტურის შესახებ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, power point პროგრამა, სლაიდები, googl  საძიებელი, wikipedia, პროექტორი.
9.საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში.
10.პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ანთია.
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarantia@gmail.com